შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
ილია ელოშვილის ოჯახი, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვერსიას თბილისის მერის მოადგილის თვითმკვლელობის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავს. ოჯახის განცხადებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის 9 მოჭიდავე ყვარელში მამუკა ფერიაშვილის სახელობის 15-წლამდელთა რესპუბლიკურ ტურნირში მონაწილეობდა.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისრებთან შეხვედრებს განაგრძობს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს შეხვედრა გამართა ევროკომისართან ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიცეხოვსკისთან.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი 3 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება.
ვანელობის დღესასწაულთან და ტაძრის კურთხევის დღესთან დაკავშირებით, წმინდა ნინოს მშობლების, ზაბულონის და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარში, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა საზეიმო წირვა აღავლინა.
წლევანდელ GLOBSEC-ს საქართველოდან ესწრება საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მთავარი მომხსენებელია ევროკავშირის სამეზობლო პანელზე. მასთან ერთად, მთავარი მომხსენებელია მოლდოვის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, რევაზ ბეშიძემ გლობალურ უსაფრთხოების ფორუმზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე, ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელს, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.
„ეს [სამების ტაძრის მშენებლობისთვის თანხის გაღება] იყო მხოლოდ ვალდებულება ჩემი. მე ვფიქრობ, რომ თქვენ არანაკლებად გიყვართ თქვენი სამშობლო და ყველას, როგორც შეგვიძლია, ისე უნდა გავაკეთოთ. მე შეიძლება შევძელი და ლომის წილი შევიტანე სამების მშენებლობაში, მაგრამ ის 1 ლარი ვინც დადო და შეიძლება იმ დღეს პური არ იყიდა, იმას არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი და არანაკლები მადლი გაუღია“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთ შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.