GUARDIAN.GE - ევროკავშირის ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტის ორ-მესამედზე მეტის დაბლოკვაზე შეთანხმდნენ. აკრძალვა წარმოადგენს კომპრომისს, რომელიც უნგრეთის წინააღმდეგობის გამო მილსადენის ნავთობის იმპორტზე არ იმოქმედებს და სანქციები შეეხება მხოლოდ იმ რუსულ ნავთობს, რომლის ევროპაში ტრანსპორტირებაც ზღვის მეშვეობით ხდება.
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა.
ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და სომხეთის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ბუქარესტში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუმინელ კოლეგასთან, ნიკუშორ დანთან ერთად, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები ნინოწმინდის მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა და მერიის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.
რადიკალური ოპოზიციის მიზანი და გათვლა მარტივია: ივნისის ბოლოს საქართველომ, მათი გათვლით, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა, - აღნიშნულის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, რომელსაც 23 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.