დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა და მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულის წარმომადგენლებთან ერთად, პოლიციელის დღე მიულოცეს ცაგერის პოლიციის თანამშრომლებს.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო ღონისძიებების კვირეული იწყება, რომელიც პირველ ივნისს გაიხსნება და 6 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. იმსჯელეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე.
პოლიცია მაშინ არის ძლიერი და წარმატებული, თუ მას ჰყავს საქმისთვის თავდადებული პროფესიონალები, თქვენნაირი თავდადებული, თავგანწირული ოფიცრები, რომლებიც ამაყობენ პოლიციელის მუნდირით, როდესაც პოლიციის აღჭურვა და შეიარაღება პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და გამოწვევებს და რა თქმა უნდა, საპოლიციო ინფრასტრუქტურა გამართული და მოწესრიგებულია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაგიდის ჩოგბურთში თორნიკე ღოღობერიძის სახელობის ტრადიციული ტურნირი ქალაქ თბილისში გაიმართა. მასში საქართველოს 14 რეგიონის 23 გუნდმა - 100 -ზე მეტმა სპორტსმენმა, მათ შორის ნინოწმინდის სასპორტო სკოლის 10-13 წლის ექვსმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ქალაქ ნინოწმინდაში, ჰაიოს-ქართლოსის/422 მ/, ღარსის ქუჩების /612მ/ და ხოჯაბეკის ჩიხისკენ მისასვლელ საავტომობილო გზის /62მ/, დიდი არაქალი-პატარა არაქალი სოფლისკენ მიმავალი გზის -1083 მეტრიან მონაკვეთებზე ასფალტის საფარი იგება.
საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, სწორად დაგეგმილი რეფორმებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით, ჩვენი სიმტკიცით და თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით მიაღწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმას, რომ ქართული პოლიცია საერთაშორისო საპოლიციო საქმიანობაშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას და ამაყად წარმოადგენს ქართულ პოლიციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩემი დიდი სურვილი იყო და ბატონ ვახტანგ გომელაურთან ერთად ცოტა ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში. ეს იქნება პირველი ეტაპი და რა თქმა უნდა, გაგრძელდება. პროექტი წელსვე დაიწყება და ჩვენ კიდევ შევძლებთ ბევრი პოლიციელის ოჯახი გავახაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.8 პროცენტით განისაზღვრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.