სოფელ გლდანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩადო.
მთავარი პროკურატურა დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოს გარდა, იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ.
„ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, „პირველ ადგილზე გასულ პარტიას გაუნაწილებელი მანდატები მთლიანად მიაქვს".
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაზარდა.
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, „კონსტიტუციურ კრიზისში" იმყოფება და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადადგომაში ხედავს.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა და 2018 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდება.
ქალაქ ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილე და სასპორტო ოლიმპიადებში გამარჯვებულ წარჩინებულ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა და ისინი სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
ჭიათურაში, თორღვაშვილის ქუჩის 1-ელ, 3 და 5 ნომერში, შიდა ეზოების მოასფალტების სამუშაოები დასრულდა.
ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასფალტი უკვე დაგებულია ჩოლოყაშვილის ჩიხში, ბარათაშვილის, კლდიაშვილის, ქეთევან წამებულის, დანიელაშვილისა და ახვლედიანის ქუჩებზე, ხოლო ამჟამად ასფალტის დაგების პროცესი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე და ბარათაშვილის ჩიხში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.