საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხიდან ჩრდილო-დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ ზემო ხეჩილიდან 8 კმ-ში დაფიქსირდა.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა ქვეყნის პრეზიდენტს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებით მიმართა.
„კონგრესმენების წერილი ეს არის დადასტურება საქართველოსადმი აშშ-ის ძალიან დიდი მხარდაჭერის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა კონგრესში", აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.
არ მოდიან, დამშვიდდით, ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოში რუსი ბაიკერების, ე.წ. ღამის მგლების მიერ დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.
რუს ბაიკერებს, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. აღნიშნული ინფორმაცია Guardian.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-წლისთავისა და ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაში მიიღო მონაწილეობა.
თვითმკვლელის მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ ავღანეთში ნატო-ს მისიის შემადგენლობაში მყოფ ბადრაგზე, სულ მცირე რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაშავებული სამხედროების მონაწილეობით პარასპორტის განვითარების ცენტრში მჯდომარე ფრენბურთში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში - ცენტრალურ მაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შემდეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.