მთავრობის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ „კონსტიტუციის წარმოდგენილ ვერსიაში გაუარესებულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხიც".
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ორი წლით გახანგრძლივდება.
მინდა, აღვნიშნო ის მედალთცვენა, რომელიც გვქონდა გასულ კვირას, ქართველი სპორტსმენების წარმატების სახით, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
მთავრობა ცალკეული დარგების, მათ შორის, შიდა ავიაციის სტიმულირებას განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებული ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის.
ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა დელეგაცია აშშ-დან, სადაც სამუშაო ვიზიტად იმყოფებოდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
საქართველოს შეიარაღებული ძალები ლოგისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საზეიმო ცერემონიალი საავტომობილო ბაზაზე გამართა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან - რეგიონული განვითარების ფონდიდან - 2 მილიონ 600 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით, 8 მლნ ლარი სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება. ამის შესახებ Guardian.ge-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.