შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დააკავეს.
ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი, ერთ-ერთი 2 წლის, კვირას, ნიუ იორკის ქუინსის რაიონში, ხანძრის შედეგად, განაცხადა მერმა ბილ დე ბლასიომ და აღნიშნა, რომ ამგვარი საშინელი ხანძარი ქალაქში 2 წელია არ მომხდარა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი გავიდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. საღამო აშშ-ის თავდაცვის ატაშეს ოფისის ორგანიზებით გაიმართა.
ამერიკის მოქალაქე იქნა დაკავებული ჩრდილო კორეაში მაშინ, როცა იგი ქვეყნის დატოვებას აპირებდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC სამხრეთ კორეის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ კვირაცხოვლობა „არის უდიდესი დღესასწაული, თანასწორი აღდგომისა და დღევანდელ დღეს ეწოდება თომას კვირიაკე“.
ქუთაისის შემოვლით გზაზე, ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის, მათ შორის ორსული ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ჩრდილოეთ კორეამ კვირას განაცხადა, რომ იგი მზადაა შეერთებული შტატების ავიამზიდის ჩასაძირად, რომ აჩვენოს მისი სამხედრო ძლევამოსილება, მაშინ როდესაც იაპონიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ორი გემი წყნარი ოკეანის დასავლეთით ამერიკის ავიამზიდი ჯგუფის წვრთნებს შეუერთდა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები, 3 დღის წინათ პარიზში პოლიციაზე მომხდარი თავდასხმის გამო, უსაფრთხოების უმაღლესი ზომების პირობებში იმართება.
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა ანუ აღდგომის განახლება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.