ჩვენი თეატრების ხელმძღვანელებს ყველაზე მარტივი და ადვილი გზა აქვთ არჩეული - სპეკულაცია ხშირ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე 100%-ით საჭიროებებს ვერ აფინანსებს, აღნიშნული განცხადება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. ასფალტ-ბეტონის საფარი პირველად იგება სოფლების - ორგორისა და სახუდაბელის გზის 3 200-მეტრიან მონაკვეთზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს 2016 წლის ანაგარიში წარუდგინა. როგორც პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სუს-ის უფროსის მოადგილემ, ალეკო ტაბატაძემ განუცხადა, მან კითხვებზე კანონმდებლობიდან გამომდინარე ამომწურავი პასუხები გასცა.
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხები არა კონკრეტულ პროგრამებს, არამედ სავალუტო რეზერვების გაზრდას მოხმარდება.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფი მორიგ გაერთიანებულ სხდომას მართავს.
დღეს განსაკუთრებული დღეა - დღე ვნების შვიდეულის ხუთშაბათი, როდესაც უფალმა აზიარა „მოწაფენი თვისნი ხორცითა და სისხლითა თვისითა”, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთში ვიზიტისას შეხვედრა ჩეხ კოლეგასთან, ლუბომირ ზაორალეკთან გამართა.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 15 აპრილს თბილისის მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
6-8 აპრილს ბაქოში აზერბაიჯანის მე-16 საერთაშორისო ტურისტულ ფესტივალზე AITF-2017 - „ტურიზმი და მოგზაურობა“ - მსოფლიოს 43 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც იყო წარმოდგენილი. აზერბაიჯანის დედაქალაქში დელეგაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ქალაქ ახალციხის მერის, ვლადიმერ ზედგინიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა.
16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.