საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ზიგფრიდ ბრაკეს შეხვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ NATO „უკვე აღარ არის დრომოჭმული“, რითაც მკვეთრად შეცვალა მისი ადრინდელი მოსაზრება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისადმი, რამაც აშშ-ის მოკავშირეები შეაშფოთა.
თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის „თიბისი ბანკი“-ში (მერიის მომსახურე ბანკის) ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 1 035 000 ლარი გადაირიცხება.
ვარშავაში, „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ რუმინელ კოლეგასთან, ტეოდორ მელესკანუსთან შეხვედრა გამართა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისათვის მზადებას იწყებს და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთის გუნდი კანადაში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად ემზადება.
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოში, შვედეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტად საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 აპრილი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0182 პუნქტით გამყარდა.
„სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გახდა. ე.წ. საარჩევნო კომისიის განცხადებით, პარლამენტის სპიკერმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში მონაწილეთა ხმების 54,8%-ი მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.