GUARDIAN.GE - ცხრამეტი მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლებისას, 13 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სან ანტონიოს საავადმყოფოში მოთავსებული 66 წლის ქალი და 10 წლის გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარეს იასუში კინოშიტას შეხვდა. მხარეებმა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერის მექანიზმები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაუთმოს ტერიტორია რუსეთს იმისათვის, რომ შეჭრა დასრულდეს. მან დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს და დასავლეთს არ ეცადონ რუსეთის დამამცირებელ დამარცხებას უკრაინაში და გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ამან შესაძლოა, ევროპის გრძელვადიანი სტაბილურობა გააუარესოს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა.

სრულად...

აბსურდული და შეურაცხმყოფელია ინფორმაციის გავრცელება, რომ „ვივამედს“ არ შესწევს უნარი, დასვას დიაგნოზი და მართოს პაციენტი, მიუღებელია კლინიკაზე და ექიმებზე ზეწოლა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს კლინიკა „ვივამედი“, რომელშიც 12 მაისიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის მოთავსებული.

სრულად...

ქალაქ ნინოწმინდაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს․ ქალაქის ე.წ. ხოჯაბეკის შესახვევის მონაკვეთზე (დაახლოებით 60 მერტი) პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება.

სრულად...

კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე საქართველოს უწყებათშორისი დელეგაცია ნატოს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს კიბერსივრცეში მიმდინარე გამოწვევები და უწყებრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები გააცნეს.

სრულად...

საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „სიტიბანკის“ საბანკო, კაპიტალის ბაზრებისა და მრჩეველთა თავმჯდომარის მოადგილე ჯეი კოლინზის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს, გაუტამ ადანის შეხვდა. მთავრობის მეთაურმა კომპანიის თავმჯდომარესთან ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე ისაუბრა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი