საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ახალი ბატალიონი შეემატა. 204-ე ბატალიონების რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი ,,კრწანისის" ბაზაზე საზეიმოდ დადეს. რეზერვისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიმართა, რეზერვში ჩარიცხვა მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბსა და ჰილდე შვაბს მათი სახელით გამართულ მიღებაზე მიწვევისთვის მადლობას უხდის.

სრულად...

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ტრადიციულად ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის, ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებული მიღება გაიმართა. მიღებას მსოფლიო ლიდერებთან და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

სრულად...

საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიწოდების ცენტრის გახსნის შესაძლებლობა და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტის, ემი ვივერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

სრულად...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და მისადმი გაგზავნილ წერილში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე“.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტს აკიჰიკო ტანაკას შეხვდა.

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო.

სრულად...

„სანამ გუბაზ სანიკიძე (კრებსითად) გეჯდებათ ეთერში რომ დაკვეთილი სისულელეები ალაპარაკოთ, მანამდე ბიძინას ექნება კარტბლანში, რომ დაიჭიროს ყველა“, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში კომპანია Ripple-ს აღმასრულებელ დირექტორს, ბრედ გარლინგჰაუსს შეხვდა.

სრულად...

თუკი ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, თვალს ვერ გააწვდენენ, ისეთი სიგრძის რიგები დადგება მის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი