საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იმართება. ღონისძიებას სპორტის 5 სახეობაში ხონის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გათავისუფლება უკანონოდ სცნო და მაუწყებელს მისთვის კომპენსაციის სახით 30 000 ლარის გადახდა დააკისრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას სენატორ ლინდსი გრემთან შეხვდრა გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდა.
აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან. როგორც Guardian.ge-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 11 უკრაინელი დაშავებული სამხედრო საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს" ახალი კამპანიის ფარგლებში, დასუფთავების აქცია გაიმართა. როგორც Guardian.ge-ს თერჯოლის გამგეობიდან აცნობეს, აქციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილიც შეუერთდნენ.
ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ტერორისტები შეეცადნენ რუსეთის გვარდიის სამხედრო ნაწილზე თავდასხმას, განუცხადა „რია ნოვოსტის“ წყარომ ძალოვანი უწყებიდან.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები გამთენიისას სამჯერ დაფიქსირდა.
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ვესტმინისტერზე თავდასხმის განმახორციელებელი მამაკაცის ვინაობა დაასახელა. იგი 52 წლის ხალიდ მასუდია, რომელიც პოლიციამ თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.