აშშ-ს სენატის ასიგნებების კომიტეტის ფარგლებში გაიმართა მოსმენა თემაზე: „რუსეთის პოლიტიკა და მიზნები ცალკეული ევროპული ქვეყნების მიმართ“, რომლის ფარგლებშიც მოხსენება გააკეთა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ.
ლევან იზორია დღეს „კამილიელთა ფსიქო-ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ ეწვია, სადაც სამხედრო მოსამსახურეების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები სარეაბილიტაციო კურსს გადიან.
საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაცია, რომელსაც ხელი პირველ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტმა, თიანეთისა და კასპის მუნიციპალიტეტებთან ერთად, ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „ადგილობრივი ინიციატივები ეთიკური და გამჭვირვალე მმართველობისათვის'' გაიმარჯვა.
3-თვიანი პიკეტირების შემდეგ, აუდიტორია 115-მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს კოძიასთან შეხვედრა გამართა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ჰამბურგში, თურქეთის საკონსულოს აივნიდან სამშაბათ საღამოს მგზნებარე სიტყვის წარმოთქმისას ბრალი დასდო გერმანიის ხელისუფლებას და პოლიციას თურქი მინისტრების სიტყვების მრავალჯერად დაბლოკვაში, განაცხადა რა, რომ „გერმანია ინარჩუნებს სისტემატურ ანტაგონიზმს თურქეთის წინააღმდეგ“.
მას შემდეგ რაც რამდენიმე გერმანულმა ქალაქმა თურქეთის რეფერენდუმის შესახებ მიტინგების ჩატარების ნებართვა არ გასცა, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გერმანია ნაცისტური ეპოქის ტაქტიკის აღდგენას ახორციელებს.
„თბილისის მიკროავტობუსის” ცნობით, დედაქალაქში, მიკროავტობუსით გადაადგილების გარკვეულ მარშრუტებზე მგზავრობის საფასური იზრდება.
სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ ერთხმად გააგერძელა 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება, „რუსთავი 2"-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.