ბაკურიანში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში, საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო-იტალიის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ორ კერძო სუბიექტს შორის დავით, ამავე ჭრილში გაგრძელდება.
იტალიაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას „რუსთავი 2"-ის საქმეზე ევროპარლამენტართა ნაწილის მიერ მისთვის წერილის გაგზავნის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპასუხო წერილი უკვე მზად არის.
ირაკლი მამალაძის მიერ პროკურატურაში წარმოდგენილი მის მიერვე ფარულად ჩაწერილ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალიდან ირკვევა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში უფრო მაღალი ადგილის დასაკავებლად ემზადებოდა.
ინტერნეტით ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გარდაცვლილი ნახევარძმის, კიმ ჩენ ნამის ვაჟის ვიდეო გავრცელდა. მოკლე და ცენზურაგავლილ ვიდეოში ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს: „ჩემი სახელია კიმ ჰან სოლი, ჩრდილო კორეიდან, კიმის ოჯახის ნაწილი“.
გვატემალას დედაქალაქიდან დაახლოებით 25 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვირგენ დე ასუნციონის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 19 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
30-ზე მეტი ადამიანია მოკლული და სხვა 50 დაჭრილი ქაბულის ყველაზე დიდ სამხედრო საავადმყოფოში მომხდარი თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას BBC ავღანეთის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიის პრემიერ მინისტრი პაოლო ჯენტილონი რომში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალური ცერემონიით დახვდა.
სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენა დასრულდა. საქმე ეხება ვანო მერაბიშვილის განცხადებას საკნიდან უკანონოდ გაყვანის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.