წმინდა სინოდი ხვალ სხდომას გამართავს. საკითხი თუ რაზე იმსჯელებენ სინოდის წევრები ამ დროისთვის უცნობია.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა.
იტალია საქართველოს აღიქვამს როგორც ევროპული ოჯახის წევრს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება იტალიის სენატის პრეზიდენტმა, პიეტრო გრასომ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
მთავარი პროკურატურის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილის გასაჯაროვებას დაკავებული დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია გამოეხმაურა.
საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის თარიღის მნიშვნელობასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანჯელინო ალფანომ რომში გამართულ შეხვედრაზე.
რომში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი, იტალია-საქართველოს ერთობლივი ბიზნესფორუმის გახსნას, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანჯელინო ალფანოსთან ერთად დაესწრო. ფორუმში 250-ზე მეტი წამყვანი იტალიური და ქართული ბიზნესკომპანია მონაწილეობს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ მტკიცებულებათა ნაწილის გასაჯაროვებას ეხმაურება.
ის, რაც გუშინ მოხდა სტრასბურგში, ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია, აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.
ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ, აღნიშნული განცხადება პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.