ჩვენ სრული მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობები, გავაღრმავოთ რეგიონული ინტეგრაცია და ვფიქრობთ, ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი ჩვენს რეგიონში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა სომხეთის პრემიერ მინისტრთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრისას.
საქართველოსა და სომხეთს აქვთ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა და ჩვენი მომავალი ურთიერთობები ამ საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან პირისპირ შეხვედრისას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 თებერვალი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0015 პუნქტით გამყარდა.
საპატრიარქოში ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს კონგოში ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავის დასახსნელად.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო. სომხეთის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, უწმინდესის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა.
წმინდა სინოდის წევრებს ჰქონდათ კითხვები გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც მერე ცნობილი იქნება პირველ რიგში, გამოძიებისთვის, შემდეგში უკვე საზოგადოებისთვის, - აღნიშნული განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.