საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 თებერვალი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0131 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

სომხეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. კარენ კარაპეტიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვიცე პრემიერის, ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, მან და ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერიმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინათ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე პატრიარქს და სინოდის წევრებს ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

სრულად...

კრწანისის სამხედრო ბაზაზე, საერთო საჯარისო ცენტრში სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. მსმენელებს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე მიესალმა და წარმატებები უსურვა.

სრულად...

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი პატრიარქის ყოფილ მდივანს, მიქაელ ბოტკოველსა და ილია მეორის დაცვის უფროსს, სოსო ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

სრულად...

დღემდე რეალურად თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი დარღვეულია, - აღნიშნული განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

სრულად...

საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე ე.წ.ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის პროცედურა დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

სრულად...

სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს დარწმუნებული იყოს, რომ შეერთბული შტატების ბირთვული არსენალი „ყველაზე მაღალ ნიშნულზე არის" - აღნიშნა რა, რომ ამერიკის შეერთებული  შტატები ბირთვული შეიარაღების თვალსაზრისით თავის შესაძლებლობებს ჩამორჩა.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმა კიმ ჩენ ნამი მაღალტოქსიკური ნივთიერებით იქნა მოკლული. ინფორმაციას BBC მალაიზიის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი