ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-71 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო კმ71-188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი მძლავრად იმუშავებს იმისათვის, რომ „დიდი“ სამშვიდობო შეთანხმება იქნეს მიღწეული ისრაელსა და პალესტინას შორის.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი ამერიკის ნატო-სადმი ვალდებულებების შემცირებით იმუქრება, თუკი სხვა წევრი ქვეყნები თავდაცვისთვის მეტ ხარჯებს არ გაიღებენ. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.
ავიაკომპანია Wizz Air -ი ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი ამერიკის ნატო-სადმი ვალდებულებების შემცირებით იმუქრება თუკი სხვა წევრი ქვეყნები თავდაცვისთვის მეტ ხარჯებს არ გაიღებენ. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.
საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა და რეგიონში ალიანსის მთვარი პარტნიორი, ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში. რეგიონში ახალი გამოწვევები, შავ ზღაში უსაფრთხოების განმტკიცება და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობის ფორმა იყო საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
საქართველოს პრეზიდენტმა კამპანიის „მოითხოვე ქართულის“ ფარგლებში აჭარის ქართული საწარმოები მოინახულა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პენიტენციური სისტემის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინებაში მითითებული მოთხოვნა და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის, - აღნიშნული ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.