თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ტაშკენტის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ლ.კ. ბათუმის აეროპორტში დააკავეს.
აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გმობს არალეგიტიმური „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილებას საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, რომელიც 9 აპრილს არის დაგეგმილი.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს სასახლეში ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი მიიღო.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ გამოძიებას ნდობას უცხადებს და დეკანოზისთვის „ბრალის დამტკიცების შემთხვევაში“ ეს „შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად“.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი „რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული წერილის ავთენტურობას ვერ დაადასტურებს, რადგან თავად არ გაცნობია წერილს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმა მალაიზიაში მოკლეს. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) სამხრეთ კორეულ და მალაიზიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ფარული მიყურადების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ვახტანგ აბაშიძეს და კომისიის იურისტებს შეხვდნენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანის შეხვდა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა, ქეთევან მაღლაკელიძე მისი შვილის დაკავების შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 თებერვალი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0179 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.