ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ორმხრივი შეხვედრა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან, კენეთ ჰენდელმანთან გამართა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სულხან ღლონტს შეხვდა.
პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში“ მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.
„ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე საქართველოს მთავარ პროკურატურას დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს.
როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინის კლინიკაში საქართველოს პატრიარქის მონახულების შემდეგ, ჟურნალისეტებთან საუბრისას გააკეთა.
64 წლის ქალმა წარმატებით იმშობიარა და ჯანმრთელი ტყუპები - ბიჭი და გოგო გააჩინა ჩრდილოეთ ესპანეთში, ბურგოსში.
თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა, გიორგი გვახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაჭრილი ამ დრომდე ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა გვარამიამ განაცხადა, შთაბეჭდილება დარჩა, რომ პროკურატურას სურს მის მიმართ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრას, თუნდაც ქრთამის ნაწილში.
„პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი „ერთ-ერთი პირის“ მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის“, - ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ პროკურატურიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი დღეს მეორე სხდომას მართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.