პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას ულოცავს.
ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას ულოცავს.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) დაინტერესებულია, გააფართოოს საქმიანობა საქართველოში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის, ტომაშ ტელმას შეხვედრაზე აღინიშნა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Guardian.ge სრულად გთავაზობთ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, იმ წარმატებაში, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია, ენმ-მა მნიშვენლოვანი როლი შეასრულა.
თქვენ მოიპოვეთ ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ბირთვის უპირობო მხარდაჭერა, რაც დიდი წარმატებაა, - ამ სიტყვებით ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის მხარდაჭერა მიულოცა.
„ჩემს სამშობლოს და ჩვენს ქვეყანას ვულოცავ დღევანდელ დღეს, რადგან საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა", - აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ევროპარლამენტის მიერ საქარველოს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე გააკეთა.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის ერთსულოვანი, დადებითი და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.