საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. სურენ პაპიკიანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს შეხვდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარში მაგიდის ჩოგბურთში მუნიციპალურ რაიონთაშორისი ტურნირი გაიმართა. ტურნირში ტრადიციულად ახალქალაქისა და ნინოწმინდის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსულმა 9 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
GUARDIAN.GE - რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის იარაღით მომარაგებას და დაიმუქრა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით დატვირთული NATO-ს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკრაინაში შევა, განადგურდება.
2022 წლის 1-ელ მაისს, „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“, სტომატოლოგიურ კლინიკა „პრო ორთო“-სთან თანამშრომლობითა და ფარმაცევტული კომპანია „PSP“-ს მხარდაჭერით ჩაატარეს აქცია „კბილის ფერიის დღე“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდა.
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ყველა კარგად იაზრებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და მან სასჯელი უნდა მოიხადოს, ქართულ საზოგადოებას კი არ აინტერესებს სააკაშვილის მდგომარეობა და „მისი მხარდამჭერების რაოდენობა ჩამოვიდა გიული ალასანიამდე და თაკო ჩარკვიანამდე“.
ვფიქრობ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, - დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.