საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს დღეს აირჩევენ. არჩევნები სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობს.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის პრესმდივნის პოსტზე შონ სპაისერი დაასახელა.
თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, დედაქალაქის მერიის სტრუქტურებში დასაქმებული დაბალანაზღაურებადი პირები მე-13 ხელფასს მიიღებენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
გერმანიის პოლიციამ ქალაქ დუისბერგში სპეცოპერაციის შედეგად ორი მამაკაცი დააკავა. ისინი გერმანია-ჰოლანდიის საზღვარზე მდებარე სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას გეგმავდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გურჯაანში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართვლობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა.
„ბლუმბერგის“ ვალუტის გაცვლით სისტემაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ დღესაც სწრაფი გამყარება დაიწყო. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6950 ლარი შეადგინა (თბილისის დროით, დილის 10:35 საათზე), მაშინ როცა დღევანდელი ვაჭრობა 2.7500-ით გაიხსნა. გუშინდელი, 22 დეკემბრის მონაცმებით, კი (თბილისის დროით დილის 11:20 საათი) "ბლუმბერგის" ვაჭრობაზე 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.7750 ლარად იყო შესაძლებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა გუშინ 0.0400 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 23-24 დეკემბერს ქალაქ მინსკში კომპანია „გაზპრომ-ექსპორტისა" და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს და რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი - 1983 წელს დაბადებული ვ.კ., 1982 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1972 წელს დაბადებული გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.