საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე მომზადდება, კომისიის ფორმატში, კი 4 თემატური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ექიმ მერაბ კილაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
საკონსტიტუციო კომისია პირველ სხდომას მართავს. ჩვენი ამოცანაა, ერთხელ და სამუდამოდ, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს დროს და რომელიც ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არ გახდება ხელახლა დისკუსიის, განხილვების, კრიტიკის საგანი, - ასე მიმართა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სხდომის გახსნისას მონაწილეებს.
დღეს გვაქვს უნიკალური ისტორიული შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოვაყალიბოთ კონსტიტუცია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომის დაწყებისას.
შეერთებული შტატების ფედერალურმა ხელისუფლებამ გააფრთხილა ადგილობრივი სამართალდამცველი სტრუქტურები იმის თაობაზე, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები მოუწოდებენ მათ მიმართ თანაგრძნობით განწყობილებს თავს დაესხნენ არდადეგებზე ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებს შეერთებულ შტატებში, მათ შორის ეკლესიებს. ინფორმაციას „როიტერსი“ აშშ-ის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
საკონსტიტუციო კომისიის წევრი, დეპუტატი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, კითხვის დასმა არასწორია, რადგან მისი თქმით, აღნიშნული კომისია პარლამენტში სრულიად ლეგიტიმურად შეიქმნა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში გაიუმჯობესა თავისი ადგილი, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უნივერსიტეტის ბიუჯეტსა და 2017 წლის გეგმებზე ისაუბრა.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ქვეყნის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ხელმოწერილი კანონი საქართველოსთვის სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.