საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და შევსებული კითხვარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 63-ე სხდომაზე განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

ახალი ლიბერთის სტატეგიის და ახალი გუნდის საქმიანობის პრიორიტეტი ადამიანები და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებაა. შესაბამისად მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება და მუდმივი უკუკავშირი ბანკის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს . საბანკო პროდუქტების მუდმივად განახლებითა და გამარტივებით ლიბერთი მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ინარჩუნებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის კონგრესს 33 მილიარდ აშშ დოლარს სთხოვს, თუმცა აცხადებს, რომ აშშ „რუსეთს არ ესხმის თავს“. ბაიდენმა თქვა, რომ დახმარების პაკეტის დამტკიცება „კრიტიკულია“, რაც მისი თქმით, საშუალებას მისცემს უკრაინას თავად დაიცვას საკუთარი თავი.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 14.4 პროცენტით განისაზღვრა.

სრულად...

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. მარშალ გელოვანის გამზირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ცალმხრივად იყო შესაძლებელი.

სრულად...

მარშალ გელოვანის გამზირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ცალმხრივად შეჩერებულია.

სრულად...

ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტთა საწვრთნელი პირველი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს. რეკრუტებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

სრულად...

თბილისში, ვაშლიჯვარში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიაზე წყლის დიდი ნაკადი მიედინება. ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

სრულად...

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იმამურა აკირასთან და იაპონიის საელჩოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლების N19-20 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანსა და სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი