„ჩემთვის ყველაზე კარგი საზომი არის საზოგადოების მხარდაჭერა, მათთან ურთიერთობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „IRI“-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების შეფასებისას მედიასთან განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთიდან იმპორტირებული ხელმისაწვდომი მედიკამენტების რეალიზაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაური ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში იმყოფებოდა.
ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პარკი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ცვლილებები, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა.
თბილისის მერიამუსახლკაროთა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით კიდევ ხუთი ოჯახი დააკმაყოფილა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მიკროავტობუსის მძღოლია დაჯარიმებული.
„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უსვამს ხაზს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.
საქართველოში ვიზიტით ნატოს სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მუსტაფა ოღუზი იმყოფება. დღეს ნატოელ გენერალს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზს მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) მხრიდან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე აღნიშნული თანამშრომლობისა და პარტნიორობის გასაძლიერებლად გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზის პირადი ჩართულობა ხაზგასმით აღინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.