საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობაზე განცხადებას 21 ნოემბერს გააკეთებს.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს მით რომნის, 2012 წელს „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატს და მის ყველაზე ძლიერ კრიტიკოსს შეხვდება და შესაძლოა მასთან, მის გუნდში მიყვანის საკითხი განიხილოს, კერძოდ კი მას სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ შეხვედრის დეტალებში კარგად ჩახედულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჯანელიძემ ქვეყანაში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრა გამართა.
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, 9 000-ზე მეტი ხე - მცენარე დაირგო. საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში გამართულ აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, გიგა ნიკოლეიშვილთან და გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან ერთად ჩაერთო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფრმაციას ავრცელებს.
ჩვენი მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა, სითბო დავუბრუნოთ ჩვენს მოსახლეობას, გავათბოთ ქვეყანა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში გააკეთა, სადაც ბეტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, - შპს „ასკანგელ ალიანსის“ ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.
გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ შს სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ჩოხატაურს ხელოვნების ახალი სასახლე აქვს, - 2,5 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტი, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო, ძირითადად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.