შევეცდებით, მაქსიმალურად კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ის დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ არ დაგაშვებინოთ ის შეცდომები, რომლებიც თქვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში უხვად დაუშვით, - ამ სიტყვებით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სერგი კაპანაძემ უმრავლესობის დეპუტატებს.
ამ წუთებში ცნობილი ხდება რომ შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ სენატორს ალაბამადან, ჯეფ სეშენსს გენერალური პროკურორის პოსტი შესთავაზა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს შეხვდა.
ირაკლი კობახიძე ყველაზე ნათლად წარმოადგენს თქვენი გუნდის დეფექტს, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" დეპუტატებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 ნოემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0028 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში 5 ფრაქცია დარეგისტრირდა. "ქართული ოცნებაც" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" პარლამენტში ორ-ორი ფრაქციით იქნებიან წარმოდგენილი.
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი სესიაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ ნდობის გასამართლებლად, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თამჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.