თბილისის მერია ,,ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან" (EBRD) თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მე-9 მოწვევის პარლამენტმა 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნო. დროებითი სამანდატო კომისიის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი პარლამენტმა 146 ხმით მიიღო.
"ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას აფასებს.
პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები, - აღნიშნული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ "პრეზიდენტის ტონი არ იყო თანამშრომლობის ტონი".
საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი დღეს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნას ესწრება.
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის მიმდინარეობისას, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, დეპუტატებს პარლამენტის უხუცესმა წევრმა მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებსა და მმართველ გუნდს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბების მიზნით, ფართომასშტაბიანი დიალოგის განახლებას სთავაზობს.
როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის დემოკრატიულობაზე არ შეიძლება არ ვახსენოთ თავისუფალი და პლურალისტული მედიის აუცილებლობა. არავის, არც ქვეყნის შიგნით, არც მის ფარგლებს გარეთ, არ უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას.
არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ განვლილი სამი წლის განმავლობაში, ჩემი საპრეზიდენტო დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ინსტიტუციების, მათ შორის, საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაცვა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.