მე ვხედავ კვირიკაშვილში ადამიანს, ვისთანაც შეიძლება იმუშაო და ისაუბრო პოლიტიკაზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც მან გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა, „ამ იდეას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია.
ჩემი ხმა დაიკარგა იმიტომ, რომ მე სწორედ მრავალპარტიულ პარლამენტს მივეცი ხმა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" გააკეთა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონის გამარჯვება იქნებოდა ნაბიჯი მსოფლიო ლიდერებს შორის გენდერული ბალანსისაკენ. ამის შესახებ BBC წერს.
„ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ ოდესაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია უკრაინის გადარჩენა, ფეხზე დაყენება", - აღნიშნული განცხადება "რუსთავი 2"-თან საუბრისას ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
"დემოკრატების" საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი საარჩევნო უბანზე, ჩაპაქუაში, ნიუ იორკში მეუღლესთან, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონთან ერთად მივიდა. მან და ბილ კლინტონმა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავიანთი არჩევანი უკვე დააფიქსირეს.
ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ უკრაინაში, - ასე ეხმაურება ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას უკრაინაში "მოწვეულ ქართველებთან" დაკავშირებით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა.
"დემოკრატების" საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი საარჩევნო უბანზე, ჩაპაქუაში, ნიუ იორკში მეუღლესთან, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონთან ერთად მივიდა და 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადადგომის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მთავრობა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მხარს დაუჭერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.