შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო ორი პირი კი,ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე ახალი წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო. დღეს პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ.

სრულად...

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საქარაში ახლად აშენებული საბავშვო ბაღი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სრულად...

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი ზვარეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ "სანამ არ დადგინდება საქმეზე ჭეშმარიტება, კატეგორიულად მოვითხოვთ, გათავისუფლდნენ დაკავებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები".

სრულად...

ზვარეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სს „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ "საქართველოს რკინიგზა" ვერ ჩაერევა მესამე პირებს შორის არსებულ შიდა შრომით ურთიერთობებში და ხაზს უსვამს, რომ მათთვის "გაუგებარია იმ პირების განცხადება, რომლებიც ცდილობენ საქართველოს რკინიგზა წარმოაჩინონ როგორც კონფლიქტის მხარე".

სრულად...

ეროვნულმა ბანკმა (4 ნოემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0145 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საქართველოსა და სომხეთს შორის "მეგობრობის ხიდის" მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება, - ახალი ხიდის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დაათვალიერეს.

სრულად...

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

სრულად...

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დემირტასის დაკავებიდან რამდენიმე საათში ავტომანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვმა კი 100-სს გადააჭარბა.

სრულად...

ქობულეთში, ჭავჭავაძის უბანში სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი