„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. სხდომა 19:30 საათზეა დანიშნული და მასზე განსახილველი თემები არ დასახელებულა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები სავარაუდოდ, პარტიის ახალი თავმჯდომარის საკითხზე იმსჯელებენ.

სრულად...

დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, “ქართული ოცნების“ წევრს, სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (MBE) გადაეცა – ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას, რომელიც ხუთშაბათ საღამოს დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა.

სრულად...

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე განაგრძობენ, ვიდრე ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება.

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, სოფელ ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა, თუმცა მის მიმართ ჯერ სხვა საპროცესო ღონისძიებები არ განხორციელებულა.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი გიგი უგულავას საპასუხოდ ამბობს, რომ არ ეთანხმება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ახალი კადრის მოსვლას. იგი თვლის, რომ დღეს საქართველოში და არამარტო აქ, მიხეილ სააკაშვილის „მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი უბრალოდ არ არის“.

სრულად...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთმა შესაძლოა, საქართველოსთან სავიჟო რეჟიმი გააუქმოს. ამის თაობაზე კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუს ბოლო ნაწილში, რომელიც 3 ნოემბერს გამოქვეყნდა, ისაუბრა.

სრულად...

პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა "ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ საქართველოში პოლიტიკური მმართველობის ციკლი 8-10 წელიწადს, ორ საარჩევნო პერიოდს მოიცავს

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

სრულად...

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1955 წელს დაბადებული ტ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

თურქეთის პრო-ქურთული ოპოზიციური პარტიის ორი ლიდერი და პარლამენტის წევრები დააპატიმრეს. სელაჰათინ დემირტასი და ფიგენ იუკსეკდაგი, უსაფრთხოების ძალებმა, კონტრ-ტერორიზმის გამოძიების ფარგლებში, თავიანთ სახლებში აიყვანეს. ინფორმაციას ამის თაობაზე BBC ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი