მამაკაცის მკვლელობისთვის პოლიციამ თბილისში არასრულწლოვანი გოგო დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას წერილს ეხმიანება და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ყრილობის მოწვევას და ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას სთავაზობს. ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან აფრთხილებდა მოქალაქეებს (2013, 2016), რომ ის საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ.
გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია წარადგინა. მან ხაზი გაუსვა ლომჯარიას პროფესიონალზმსა და წვლილზე საარჩევნო სისტემის შექმნასა და ანტიკორუფციული და გამჭვირვალე გარემოს ფორმირებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე გიგი უგულავას წერილში გაჟღერებულ მოსაზრებას გამოეხმაურა და თქვა, რომ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი არჩეული, ქმედითი თავმჯდომარე, რომელიც პარტიის მენეჯმენტის განხორციელების შემძლე იქნება.
„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს გადაქცევა საპარლამენტო რესპუბლიკად იქნება „პრაქტიკულად ქვეყნის დაქცევა“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გიგი უგულავას წერილში გაჟღერებული მოსაზრების საპასუხოდ აცხადებს, რომ პარტიას მოუწევს ხელმძღვანელობის განახლება, რადგან მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, საქართველოს კანონმდებლობით ვერც იქნება პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე.
ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ ფოტოჯიხურები დააზიანა, კერძოდ ჩამსხვრეულია ფოტოგადასაღებ კაბინებში აპარატების ეკრანები. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ, ID ბარათზე გამოსახული სამი 6-იანი გახდა.
დავით საყვარელიძე გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ საჯარო წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დღეს არ მოიძებნება არც ერთი იმ კალიბრის და წონის პოლიტიკოსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ოდნავ მაინც შეუქმნის საფრთხეს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.