დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება გრძელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამჯერად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას ფეხით მოსიარულეებისთვის გაათავისუფლებენ და გარემოვაჭრეებს ბაზრობაზე გადაიყვანენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კაირატ აბდრახმანოვს შეხვდა.
მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
ქართული მრავალფეროვანი ვეგანური აპეტაიზერი - ამ სათაურით BBC ონლაინ გვერდზე მკითხველს ქართულ სამზარეულოს აცნობს. სტატიის ავტორმა სარა ფრიმენმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, კულტურასა და სამზარეულოს გაეცნო.
GUARDIAN.GE - უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის ყველაზე მთავარი პრორუსი პოლიტიკოსი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირე, ვიქტორ მედვედჩუკი დააპატიმრა. მედვედჩუკი, რომელიც ხელმძღვანელობდა პარტიას ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის და რომელიც მხარს უჭერდა რუსეთთან მჭიდრო კავშირებს, თავდაპირველად 2021 წელს დააკავეს ღალატისა და ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით.
„ოპოზიციამ, რომელმაც ვერ შეძლო საპროტესტო ტალღის აგორება, რომელმაც ვერ შეძლო ამომრჩევლის საკმარისი ნდობის მოპოვება, რომ ხელისუფლება შეეცვალა თუნდაც გაყალბებული არჩევნების პირობებში, რაღაცით ხომ უნდა იმართლოს თავი?“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე, რომელიც ზოგიერთი თავისი თანაპარტიელისაგან განსხვავებით, თავიდანვე საპარლამენტო მუშაობის მომხრე იყო.
ხელისუფლებავ! საკუთარი თავის მტრები ხართ თუ სრული იდიოტები???!!! რას აკეთებთ, თუ გესმით როგორ უმძიმეს პოლიტიკურ და მორალურ შეცდომას უშვებთ, რაც უწინარესად, სწორედ ნაცების ინტერესებში შედის???!!! კობახიძე, შე პოლიტიკურად ბეცო და უმეცარო, პოლიტიკა იურისპრუდენცია არ არის, სადაც კანონის აღსრულებაა მთავარი, "ცივსისხლიანად", ყოველგვარი განცდების და ემოციების გარეშე!!!
12 აპრილს, კახეთის რეგიონში, კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სეტყვასაშიში ღრუბლის მასების გააქტიურება შეინიშნებოდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 5 მმ-ს შეადგენდა.
ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ადგილი აქვს ხეების წაქცევის, ხის ტოტების მტვრევის, სახურავების დაზიანების ფაქტებს.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობასრულად განახლდა.შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზი იყო, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.