სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში იმყოფებოდა, სადაც რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს აგროსასურსათო სექტორისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე პრესკონფერენცია გამართა.
„ისეთი პოლიტიკური ჯგუფისგან, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმას, ჰქონდეს მცდელობა, რომ გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შს მინისტრის პოლიტიკური პარტიების მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებთან დაკავშირებით გაკაეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, იყოს გათითოკაცებული, გახლეჩილი, ერთმანეთთან დაპირისპირებული, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთ მუშტად შევიკრათ“, - ამის სიტყვებით მიმართა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხულოს მოსახლეობას.
საქართველოს პრემიერ მინისტრი შს მინისტრის მიერ პარტიების მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„საქართველო გახდება მართლაც თანამედროვე ქვეყანა, სადაც ყველა ოჯახში მივა კეთილდღეობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქედის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (13 სექტემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გამყარდა.
„ვფიქრობ, რომ მე მაქვს გარკვეული უპირატესობები და მაქვს გამარჯვების იმედი“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა ვაკის რაიონის მესამე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაზა ხუციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.