ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ამცნო საზოგადოებას, რომ ის ისმენს სატელეფონო საუბრებს.
მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ატყუებს.
ნიკა გვარამიას განცხადებით, მასსა და პაატა ბურჭულაძის შორის საუბრის ამსახველი სატელეფონო ჩანაწერი სრული არ არის, დამონტაჟებულია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 14 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 21,1 ათასამდე ტონა ყურძენი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136–ე კილომეტრზე, საევაკუაციო ნაგებობა მოეწყო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება გვარამია-ბურჭულაძის აუდიოჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით.
ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ შხნეიდერმანმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა ოფისმა დაიწყო გამოძიება დონალდ ტრამპის ფონდის შესახებ, რათა გაეცეს პასუხი იმას, იყო თუ არა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის ქველმოქმედება შტატის კანონებთან შესაბამისობაში. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" წერს.
საქართველოში მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია Henkel-ის, კავკასიაში პირველი, წებოვანი, მშრალი ნარევი მასალების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა.
რუსეთი 2019 წლამდე ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის 15 მილიარდამდე რუბლის [დღევანდელი კურსით, დაახლოებით 536,100,000 ლარი] გამოყოფას გეგმავს.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი ინტერნეტში სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.