დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერიის მიერ სამ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (2 აგვისტო, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0008 პუნქტით გამყარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მარინა დუდაევა საქართველოს სსკ–ის 111, 108-ე მუხლით დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ვერანაირი ჯარიმა ვერ შეაშინებს, რომ ებრძოლოს მისი თქმით, იმ დიდ უსამართლობას, რომელიც საქართველოშია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნოემბრის არჩევნები შესაძლოა "გაყალბდეს".
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევით, 8 აგვისტოს ბაქოს ეწვევა. კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბაქოში რუსეთის ლიდერი აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტებს შეხვდება.
წალკის მუნიციპალიტეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.
„არ ვიცი, გიორგი კვირიკაშვილს ვინ უწერს სიტყვებს, მაგრამ ხანდახან გამოსვლამდე გადაიკითხოს ხოლმე, იმიტომ, რომ ძალიან ბოლშევიკური ტექსტები არის ამ ბოლოს მოჭარბებული მის გამოსვლებში“,-განაცხადა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „მაესტროს“ ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.