საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აღარ დარჩა ხელში აღარანაირი პოლიტიკური კარტი და ცდილობს, ბოლო კარტი გაათამაშოს, არჩევნების წინ ვითარების დასაძაბად.
ერევანში დაჯგუფება „სასნა წრერ“-ის ყველა, 20–ივე წევრი, ორკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურს ჩაბარდა.
„რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრებმა - თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.
სასტუმრო "ბილთმორ თბილისის" გახსნას ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იგი ამბობს, რომ სწორედ მან დაარწმუნა, მისი მეგობარი შეიხი ნაჰაიანი, რომ ჩაედო ფული სასტუმროს მშენებლობაში. იგი თვლის, რომ ეს შენობა "ყველა შემთხვევაში უფრო მიმზიდველს გახდის" თბილისს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე დღეს, ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
140 მილიონი დოლარის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი, უმაღლესი კლასის სასტუმრო თბილისში - „ბილთმორ თბილისის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრ, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის კომპიუტერებზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს და მან რესპუბლიკელ მოწინააღმდეგეს, დონალდ ტრამპს ბრალი დასდო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი მხარდაჭერის ჩვენებაში. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ წერს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მმართველი ძალა არჩევნებში გაიმარჯვებს და 8 ოქტობრის შემდეგ ფორმირებულ მთავრობაში, ის კვლავ განათლების მინისტრ იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.