მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს წყალგამტარი მილის მოწყობის სამუშაოებს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 11 ივლისის 17:00 საათიდან 12 ივლისის 05:30 საათამდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
14-15 ივლისს საქართველოს ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი ეწვევა.
"ცენტრ პოინტის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს საარჩევნო პროცესს უკავშირებს ვახტანგ რჩეულიშვილი. იგი აქცენტს ქონების გადანაწილებაზე აკეთებს და ამბობს, რომ "ასე მოხდა წინა არჩევნებზე და იგივე ხდება დღესაც". აღნიშნული განცხადება რჩეულიშვილმა პროკურატურასთან გააკეთა. იგი სახეწლმწიფოს თანხების გადაუხდელობაში ედავება და მიიჩნევს, რომ "ჩვენ 95% ვალდებულებები შევასრულეთ მაშინ, როცა 70% ცუდი გადამხდელი გვყავს, მთავრობას კი ჩვენი 50 მილიონი მართებს".
თანამდებობიდან გადადგომის კალენდარზე მე და პრემიერ მინისტრი ჩამოვყალიბდებით, - აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ფრაქცია „რესპუბლიკელების“ გაფართოებული სხდომის დატოვების შემდეგ გააკეთა.
სახეზეა გამოძალვა სახელმწიფოს მონაწილეობით, რათა საკუთარი მადა დაიკმაყოფილონ, - აღნიშნული განცხადება „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა თბილისის პროკურატურაში მაია რჩეულიშვილისთვის ბრალის წაყენების შემდეგ გააკეთა.
რომის პაპმა ფრანცისკემ Fox TV–ის ყოფილი კორესპონდენტი განცხადებების გაკეთების მიმართულებით, მის წარმომადგენლად დანიშნა, ხოლო მის მოადგილედ კი ესპანელი ქალი, რაც ამ პოსტზე ქალის დანიშვნის პირველი შემთხვევაა. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, - განუცხადეს guardian.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 27 დეპუტატია, რომელსაც სასესიო პერიოდში, არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე გაჟღერებული განცხადებები პრაქტიკულად მიანიშნებს NATO –ს განზრახვას, ომი გამოუცხადონ რუსეთს. ამის შესახებ გორბაჩოვმა "ინტერფაქსს" NATO –ს ვარშავის ორდღიანი სამიტის შეფასებისას განუცხადა.
მთავარი პროკურატურის ცნობით, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა, ,,ცენტრ პოინტ აჭარას“ დირექტორ ირაკლი მინდელთან და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანთან ერთად მენაშენეთა კუთვნილი ფულადი თანხა - 19 740 845 ლარი გაფლანგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.