საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, „კონსერვატიული პარტია“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმდჯომარე, გიორგი სეთურიძე ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე იმყოფება და სტიქიის სალიკვიდაციო და გზის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე უწევს კოორდინაციას.
ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გუკა რჩეულიშვილი თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა.
სოფელ ვაჩიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა,- აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა გააკეთა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მისი უწყების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტმა“ გაიმარჯვა, თუმცა იმის გამო, რომ მათ სათანადო საბუთები ვერ წარმოადგინეს - შეთანხმება გაუქმდა.
შეერთებული შტატების სამხედრო ვეტერანს, რომელმაც დალასში ჩასაფრებული მდგომარეობიდან პოლიციის 5 ოფიცერი მოკლა და 7 კი დაჭრა, უფრო დიდი თავდასხმის გეგმა ჰქონდა, განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვირას. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
„მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, იქ, სადაც ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესად გამომდის, სადაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთე და წინ ბევრი კარგად გასაკეთებელი საქმე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გადაცემა „იმედის დროში“.
სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორს, ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერს, სალომე ჩარკვიანს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
300-ზე მეტი ადამიანი არის მოკლული, მათ შორის, ბევრი სამოქალაქო პირი და ჩინეთის მშვიდობისმყოფელები სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში განახლებული ბრძოლების შედეგად. ეს წარმოშობს შიშებს, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომს უბრუნდება. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.