თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე სოფ. ძევრის საჯარო სკოლაში გახსნილ ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკს ეწვია და ბანაკის მონაწილეების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო. ამის შესახებ guardian.ge–ს თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ევროპის საბჭო 2016-2018 წლის არჩევნების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას ახორციელებს. ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო პროგრამა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლის სამოქმედო გეგმის ნაწილია და ის მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის აღმასრულებელი, ფუნქციონალური და მენეჯერული შესაძლებლობების გაძლიერებას.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი 13–14 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მიწვევით პარიზს ესტუმრება და ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ და პარტიის საარჩევნო სიის ათეულის წევრებმა, სერგი კაპანაძემ და რომან გოცირიძემ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, სერგო რატიანი წარადგინეს.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ალადინ ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
მოელოდნენ რომ, 2010 წლიდან პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო 60 წლის განმავლობაში, ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად 9–კვირიან კამპანიას წარმართავდა, მაგრამ გუშინ მისმა ერთადერთმა კონკურენტმა ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა, 52 წლის ანდრეა ლედსომმა კამპანიიდან გამოთიშვის თაობაზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რის შედეგადაც მეი მმართველი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.