თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ცენტრალურ აფრიკაში მომსახურე ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ დასტურდება. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ირკვევა როგორც საქართველოში, ისე ცენტრალურ აფრიკაში ჩატარებული გამოძიებით.
საზღვაო ძალები კიდევ კარგა ხანს არ გვეყოლება,- აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა მედიასთან შეხვედრაზე გააკეთა.
საერთაშორისო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.
პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ მარტვილის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლევან კობახიძის განცხადებით, მარტვილის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, დავით გვაძაბიამ მისი 23 წლის შვილი სცემა.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადეს, რომ ისინი "სრულ თანხმობაში" არიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაართვან თავი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის გადაწყვეტილებით შექმნილ მდგომარეობას.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "დელტა"-ს ყოფილ ხელმძღვანელ უჩა ძოძუაშვილს თანამდებობაზე არ დააბრუნებს. მინისტრის განმარტებით, "დელტა"-ს ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავა.
ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში მოთავსებაზე უარი ეთქვათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგალავს ერთ საკანში მოთავსების მოთხოვნით ადვოკატებმა მიმართეს.
საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) დღეს აღარ განიხილავენ.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არც თავად და არც მისი მოადგილეები რ იქნებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.