რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები არაპროდუქტიულია, - აღნიშნული განცხადება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის შტატგარეშე მრჩევლად ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი დანიშნა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ხუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისია წინასწარ დოკუმენტში განიხილავს, რამდენად შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს.
ბარაქ ობამა შეერთებული შტატების პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც 1945 წლის ატომური დაბომბვის შემდეგ ჰიროსიმაში ჩავიდა. ობამამ განაცხადა, რომ 1945 წლის 6 აგვისტოს ხსოვნა არასოდეს არ უნდა გახუნდეს, მაგრამ მას არ მოუხდია ბოდიში შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე - მსოფლიოს პირველი ატომური დაბომბვა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ”რესპუბლიკური პარტიის" წევრს თამარ კორძაიას მოუწოდებს, პარლამენტში განსახილველ საკითხებზე კომენტირებისას უფრო კორექტული იყოს.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (27 მაისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0012 პუნქტით გამყარდა.
ტენდენციები და ინტერპრეტაციები უკვე აქეთკენაა წასული, რომ შეიძლება ”რომეო და რომეო”, ”ჯულიეტა და ჯულიეტა”, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ქორწინებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით გააკეთა.
ქორწინების თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტიის" წევრის თამარ კორძაიას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას დეპუტატი თამაზ მეჭიაური ეხმიანება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.