ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ”ღირსეული პარტნიორის” საჩვენებელი სწავლება დასრულდა. სწავლებაში მონაწილეობდა ერთობლივი, გაძლიერებული ოცეულის დონის დანაყოფი - 1 ამერიკული M1A2 ტიპის ტანკი ABRAMS, ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 BRADLEY, T-72 ტიპის ტანკი და ქვეითთა საბროლო მანქანა "ბმპ 2".
თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გმობს საქართველოს პრემიერ მინისტრი.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში კორცხელის #53-ე და #54-ე უბნებზე ხმები ხელახლა გადათვალეს, თუმცა მანამდე გამოცხადებული შედეგი არ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვებული ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტები გრძელდება. დღეს კვირიკე-ჭაინათის 1 800 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო.
დღეს სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ რჩეულ ქობულეთელებთან შეხვედრა გაიმართა. ქობულეთის კულტურის ცენტრისა და გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ ერთობლივი პროექტი წელს მეხუთედ ჩატარდა. საზეიმო საღამო ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, ანსამბლმა „ქობულეთმა“ და ჩაისუბნის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა გაამრავალფეროვნეს.
ზუგდიდის პოლიციაში კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების მონაწილეებს, თვითმხილველებსა და მედიის წარმომადგენლებს კითხავენ. დაკითხვიდან უკვე გამოვიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალია.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გადაწყვეტილებით, პრობაციის სისტემაში სხვადასხვა სერვისებზე გადასახადები გაუქმდა.
დღეს ქობულეთში საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე გამგებლის მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ საკრებულოს მუნიციპალური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა პირველ კვარტალში განხორციელებულ ღონისძიებებზე.
„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ პროკურატურას სოფელ კორცხელში გუშინ მომხდარი დაპირისპირების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება მთავარ პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თინა ბოკუჩავამ და ირაკლი აბესაძემ შეიტანეს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, სარჩელში იდენტიფიცირებულები არიან მოძალადეები.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (23 მაისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.