ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარე ფშავის არაგვი 30 000 კალმახის ქვირითით დაათევზიანეს.
ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს.
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა და მესამე, საბოლოო მოსმენით 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 52 912 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 295 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 617 PCR ტესტით.
1830 წლის დაკვირვება: პოლიციამ ვერაფრით ალაგმა ტფილისის მთავარ ქუჩებში სხვადასხვა ერის თავმომწონე შვილთა ცხენით ნავარდი, რომელიც ზოგჯერ დოღსაც ემსგავსებოდა. თუმცა მხედართა ამ შეჯიბრს, უფრო კი ჯიბრს, უბედური შემთხვევები არ მოუტანია.
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან გამართა შეხვედრა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას რუსთავსა და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში 2 აპრილს დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება. დღეს ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩეხ კოლეგასთან იანა ჩერნოჩოვასთან, ხოლო ლიეტუვასთან გაფორმდა მრავალმხრივი შეთანხმება კიბერუსაფრთხოების სფეროში.
ცაგერის მუნიციპალიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მაიორი დანიელ რ.სეკულა ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებების გაცნობის მიზნით ეწვია.
ლანჩხუთში კარატეს დარბაზის კეთილმოწყობა დასრულდა. მოხდა დაზიანებული კედლებისა და ჭერის შეკეთება და შეღებვა. შეიცვალა კარ-ფანჯრები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.