საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს, თუმცა ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმად, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება.
საქართველოს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ისევ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ორმა. რეგისტრაცია გაიარა სულ 110-მა დეპუტატმა.
„ლიბერთი“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ვაჟა მენაბდე არ გამორიცხავს ახალი საპენსიო ტენდერის პირობების გამოცხადების შემდეგ ე.წ. საპენსიო სესხებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს ან ამ კატეგორიის პროდუქტი საერთოდ გაქრეს ბაზრიდან. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად“ ისაუბრა.
„ლიბერთი“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე გადაცემაში „ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად“ აცხადებს, რომ შესაძლოა, ახალმა მენეჯმენტმა საპენსიო გასაცემლების შესახებ ტენდერში მონაწილეობაზე უარის გადაწყვეტილება მიიღოს. მისი განცხადებით, გადაწყვეტილებას ბანკი სატენდერო კონკურსის პირობების გაცნობისა და რისკების გაანალიზების შემდეგ მიიღებს.
GUARDIAN.GE - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარების ნაწილი წვრთნების დასრულების შემდეგ თავიანთ ადგილებს უბრუნდება. ამის არ სჯერათ უკრაინაში და ბრიუსელში. „როცა ჩვენ დავინახავთ გაყვანას, დავიჯერებთ, რომ დეესკალაცია სახეზეა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ნატოს სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ჯერჯერობით დეესკალაცია არ უხილავს, მაგრამ მოსკოვიდან მიღებული სიგნალები „ფრთხილი ოპტიმიზმის გარკვეულ საფუძველს იძლევა“.
32 წლის მანძილზე მორალისგან ესეთი დაცლილი ქართული პოლიტიკა არასდროს ყოფილა, მაშინაც კი გრეჩიხა რომ სავაჭროდ დარბოდა აქეთ იქით და ყველასგან "ოქროს პარაშუტს" ითხოვდა.
„არსებობს რისკი, რომ ამ საკონკურსო პირობებით ბანკები ნაკლებად დაინტერესდნენ”, – ასე შეაფასა საზოგადოება „ბანკები და ფინანსების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ უწყებათაშორისი კომისიის მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ე.წ. საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი 26%-მდე შემცირდება.
იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაქცინაცია გრძელდება.
ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე, დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და მოძრაობა აღდგენილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.