საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა. ღარიბაშვილი დღეს ოთარ დანელიას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ოპოზიციის პოპულიზმი და „ფეიკზე“ აგებული, რაც მთავარია კრეატივისაგან დაცლილი პოლიტიკა ყველაზე კარგად ბოლო ორმა არჩევნებმა დაადასტურა. განსაკუთრებით ბოლო ადგილობრივი არჩევნები იყო თავისებური ინდიკატორი, სადაც ოპოზიციამ და განსაკუთრებით „ნაციონალების“ ფაქტობრივად სატელიტებად ქცეულმა ოპოზიციამ, პარლამენტის საბოტაჟირებული ბოიკოტით ის შედეგიც კი ვერ გაიმეორა, რაც საპარლამენტოზე ჰქონდათ. ეს თანაბრად ეხება "ლელო"- საც, "სტრატეგია აღმაშენებელსაც", და "გირჩსაც", - აცხადებს საფინანსო და საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.
გიგი უგულავას შეფასებით საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ძალაუფლების გადანიწილება მიდის და ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „სრულიად გაუნათლებელი, აბსოლუტურად დაუბალანსებელი ღარიბაშვილისა და შეშინებული და შლეგი კობახიძის ამარა“ დატოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი წარადგინა, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ოთარ შამუგია, რომელიც მანამდე დავითაშვილის მოადგილე იყო.
ვაქცინაციის კამპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება. იმუნიზაციის პროცესი ჩოჩხათისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საერთო ინიციატივით ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა.
დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია40 000 სამგზავროაბონემენტი, რომელთა დიდი ნაწილი ერთთვიანი დაერთწლიანია.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერია „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას კვლავ 70 000 ლარით დააფინანსებს.
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“, რომლის ბიუჯეტი 2015 წლის შემდეგ 12-ჯერ გაიზარდა, დღეისთვის 1 375 ბავშვსა და მოზარდს ემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნულ პროგრამაზე დეტალურად ისაუბრა.
შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.