საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო.

სრულად...

საქართველო განაგრძობს საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმად, სახელმწიფო კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზე დაწინაურდა, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ესტონეთის შემდეგ მეორეა.

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 64 187 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 833 კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 354 PCR ტესტით.

სრულად...

1992 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში ფუნდამენტურად ახალი ეტაპი დაიწყო. ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან არ ჰქონდათ არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები... თუმცა, 2004 წელს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა „დამატებით შეთანხმებას“, რომელიც შეხებოდა რუსეთ-ჩინეთის სახელმწიფო საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილს, რომლის მიხედვითაც - კუნძული „ტარაბაროვა", დიდი უსურიისკის კუნძულის ნაწილი ხაბაროვსკის მხარეში და კუნძული „ბოლშოი" ჩიტას რეგიონში, გადაეცა ჩინეთს!

სრულად...

თეთნულდის მთაზე, „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ორვარსკვლავიანი ეტაპი ჩატარდა. საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ორ დისციპლინაში: თხილამურებსა და სნოუბორდში, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

სრულად...

როცა საპენსიო სესხები 100%-ზე მაღალი იყო, მაშინ ვაშაძე და მისი პარტია არსად ჩანდა, ხოლო დღეს როცა საბაზრო პირობებია, ღია კარს ამტვრევს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეკონომიკის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი წერს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის წლის განმავლობაში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებსა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარტიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისი თქმით, „სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა“.

სრულად...

„კოვიდ-19“-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი