საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებისთვის 55 ათასი ლარი გამოყო, - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა.
ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა ძრავი, რომელიც კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტისთვის შეიქმნა. ამის შესახებ BBC წერს.
9 აპრილი არის თავგანწირვის მაგალითი, ამ დღეს დაღვრილმა სისხლმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან.
საუდის არაბეთის მეფემ გამოაცხადა, რომ წითელ ზღვაზე ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. მეფე სალმანმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ორ მოკავშირე ქვეყანას შორის ზღვაზე გადებული ხიდი არნახულად გამოაცოცხლებს ვაჭრობას.
პარიზის ნოემბრის თავდასხმების მთავარი ეჭვმიტანილი, მოჰამედ აბრინი დააპატიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ბელგიის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ ეტაპზე ალიანსის უფრო მეტად გაფართოება დღის წესრიგში არ არის, - განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ინტერვიუში, რომელსაც ”ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა დაკარგული აქვს და იგი არჩევნების მოგებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გეგმავს.
ქალაქ ხობში, ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმში, ცნობილი ლოტბარის ძუკუ ლოლუას დაბადებიდან 139 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.