აშშ–ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტს კამრან ხანს და აღმასრულებელი მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები, ხვთისო მიგრიაული და გიორგი აფციაური დააკავა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას განაახლებენ.სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის ფოიეში გაათენა. მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების მხრიდან ღამის განმავლობაში რაიმე ტიპის ხელშეშლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურიის რეგიონში სხვადასხვა დროს მომხდარი ქურდობის ფაქტებზე 10 პირი დააკავეს და ერთი პირი ამხილეს.
რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, რომელიც შეერთებულ შტატებში გასულ წელს გარდაცვლილი იპოვეს, ბლაგვი საგნით მიყენებული ტრამვის შედეგად არის გარდაცვლილი. ამის შესახებ BBC აშშ-ს ოფიციოზზე დაყრდნობით წერს.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროპის რამდენიმე ქვეყანას მიგრანტებისთვის ბალკანეთის მარშრუტის „ერთპიროვნული“ ჩაკეტვის გამო დასდო ბრალი.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პირველი ეტაპი წარმატებით იქნა გადალახული, თუმცა პოლიტიკური პროცესი ჯერ კიდევ წინ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს ბაქოში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
რუსეთის ფედერაციისაგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია; ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს მეოთხე გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველო შესაძლებლობას სთავაზობს კონტინენტის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 14 სახელმწიფოდან 8 ქვეყნას, გამოიყენოს მისი ინფრასტრუქტურა, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს მეოთხე გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ქართულმა მხარემ აფხაზეთთან, ენგურის ხიდზე ტყვეები გაცვალა. ქართულმა მხარემ აფხაზეთს 4 პირი გადასცა, ხოლო აფხაზებმა ქართულ მხარეს 8 ტყვე გადმოსცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.